NBG.GE

სიახლე 
2018-05-14 12:33:24
15 მაისიდან დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტის რეალიზაცია იწყება

 

შეგახსენებთ, რომ 15 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული 10 ლარის ნომინალის ვერცხლის  საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს. იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა,  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,  პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს  არაუმეტეს ორი მონეტისა. მონეტის შეძენისას გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მონეტის  სარეალიზაციო ფასი 100 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება:

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათებია: 10:00 - 17:00, შესვენება - 13:00-14:00).

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, მისამართი:  ყვარელი, რუსთაველის ქ. 10. ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით (სამუშაო საათებია 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00).

ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=2

 

გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს  და გისურვებთ წარმატებებს!